1-მედიცინის დარგი-ფიზიოლოგია, სისხლის პლაზმის ცილებში, იმუნიტეტს გულისხმობს. თანამედროვე მედიცინაში სისხლის პლაზმის ცილები იმუნიტეტის ანალოგი ტერმინია. ადამიანის სწორი მკურნალობის დროს, თუ იმუნიტეტის აწევა ფონად ან პარალელურად არ მოხდა, მკურნალობა უხარისხოა და წყალში ჩაყრილი. ადამიანის მორჩენა შეფასდეს უნდა იმით, თუ რადენადაა ჩაყენებული პლაზმის ცილები ნორმაში. აბსურდია ნებისმიერი ჩატარებული მკურნალობა, თუ ცილების ფრაქციული ბალანსი არ იცი. ამის გაუთვალისწინებლობა , უდაბლესი დონის სამედიცინო მომსახურეობაა. ეს უპირველესი ანალიზია ნებისმიერი მკურნალობის დროს. სისხლის პლაზმა 50 მდე ცილას შეიცავს. ამ ცილებიდან, ის რაც ისაზღვრება ამ ქვეყანაში, ყველა რაიონის ლაბორატორიაში ხდება განსაზღვრა ოდითგან. ოღონდ, უნდა ვიცოდეთ რომელი ანალიზი რას ემსახურება. ალბუმინები, გლობულინები და ფიბრინოგენი. სრულიად მიგნებულად იყენებენ ადრეული მედიცინიდან, გამა გლობულინს-იმუნიტეტის ასაწევად. გახსოვთ ბავშვობაში, მას ინფექციების ეპიდემიის დროს ფართოდ იყენებდნენ. სისხლის პლაზმის ცილები წარმოიშობიან ღვიძლში. კონკრეტულად, ალბუმინები და ფიბრინოგენი.ზოგს ფიბრინოგენი, რახან კოაგულოგრამასთანაა ასოცირებული, , მარტო სისხლის კოაგულაციის მაჩვენებელი ჰგონია. ფიბრინოგენის ცვლილება დიდი სიგნალია, რომ განწირული ღვიძლი შველას ითხოვს. სრულიად ახალგაზრდას ,რომ ფიბრინოგენის დიდი ცვლილება აქვს მოულოდნელად, ის უფრო ხშირად ,ძლიერი, ფარული ინტოქსიკაციის მიზეზია. ხშირად მძიმე მეტალებით ან შხამქიმიკატებით. ამიტომ უნდა, ნებისმიერი ორგანოს დაავადების დროს ღვიძლის კონტროლი. ნებისმიერი დაავადების დროს, ყველაზე მეტი დარტყმა ღვიძლზეა. შემდეგ უკვირთ ასე უცებ საიდან გაჩნდა -ციროზი. საუბედუროდ, ჩვენი მედიცინა ლოკალურ კოშკებად გადაიქცა. არაერთმა პაციენტმა მითხრა-კარდეოლოგმა მიყვირაო :მე მარტო გულის ჩივილები მითხარი , დანარჩენი არ მაინტერესებსო. ამ ადამიანის გული, საწნახელის ქვეშ ხომ არ არის ამოკერებული. ის ხომ იმ ორგანიზმშია, რომელსაც შენ მკურნალობ. ადამიანი ერთი სისტემაა. ყველა ორგანო და სისხლძარღვი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, როგორც ანატომიურად და ფიზიოლოგიურად, ისე ნერვულ -კუნთოვანი გამტარებლობით. ერთი დაავადების დროს, ყველაფერს, ყველა რეაქციის ჯაჭვს ერთად თუ არ გავიაზრებთ, კრეტინული მკურნალობა იქნება და პაციენტს გავბერავთ წამლის სახით დამზიანებელი ანტიგენებით. მე მაგალითად მკურნალობაში შედეგები იმიტომ მაქვს, რომ მთლიანად გავიაზრებ კრებსის ციკლის ასიათასიან რეაციებში სად და რა ელემენტის გამოვარდნაა. ეს ძალიან დამღლელია. ამიტომაც არ მსურს ბევრი პაციენტი. მკურნალობა მთელი ორგანიზმის გაჯანმრთელება უნდა იყოს და არა ერთ ორგანოზე ჩატარებული ხელობა. გლობულინები კი, წარმოიშობიან–ღვიძლში, ძვლის ტვინში, ელენთაში, ლიმფურ კვანძებში. ცილების ფრაქციის გაშიფრვა, სრულ წარმოდგენას გვაძლევს ადამიანის მდგომარეობის შესაფასებლად. გარკვეული მონაცემებით ცილებზე,ზუსტად შეუძლია ექიმს განსაზღვროს , ადამიანს ემუქრება თუ არა ნაადრევი სიკვდილი და რეალურად ააცილოს ის. ცილები, ოსმოსურ და ონკოზურ წნევას აბალანსებენ. თუ აპარატი ნორმალურ წნევას აჩვენებს და ადამიანს , მაგალითად, შაკიკის შეტევა აქვს, მ ას ეკვეთება ამ დროს აპარატზე,ჯანსაღი და ციფრულად ნორმული წნევა, რადგან ოსმოსური და ონკოზური წნევების დისბალანსსია. ამის გამო ნერვული იმპულების გამტარებლობა მოშლილია და წნევის რეალური ციფრი არ ფიქსირდება. თუ ოსმოსური და ონკოზური წნევების ხასიათის ცვალებადობა იცის ექიმმა, მას შეუძლია ამ დროს რეალური წნევის გამოცნობა და ტკივილის შეჩერება. ნებისმიერი, პატარა შეშუპებაც ცილების ცვლის მოშლაა. ცილები აბალანსებენ მჟავა -ტუტოვან წონასწორობას, რომლის პატარა შეცვლის გამო, მძიმე დაავადებები იწყება. ადამიანს თუ დაბალი ან მაღალი წნევა აწუხებს ,მას ცილების ცვლის მოშლა აქვს. სიბრიყვეა ეწ დამარეგულირებლების ხანგრძლივად გამოყენება. ეს უხეში ზეწოლაა ორგანიზმზე. ვინც ნაადრევად გარდაიცვალა ყველა დამარეგულირებლებს იღებდა. საჭიროა სიღრმისეული და ზუსტი მკურნალობა. ბევრჯერ მითქვამს, როგორ შეცდომით ხდება ხშირად ამ ეწ დამარეგულირებლების გამოყენება, რომლებსაც არასწორი გამოყენების დროს ადამიანები სიკვდილამდე მიჰყავს. თქვენ რომ დამარეგულირებლებს ეძახით, ამ ჯგუფს ჰქვია გულის უკმარისობის საწინააღმდეგო მედიკამენტები. თუ ისინი გულსისხლძარღვთა სისტემას რეალურად არ სჭირდება , ჯამში მომაკვდინებელია მათი მიღება. მაგალითად წნევა რომ არის- ან 130 ან 140 ამ ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობა ამ დროს ხან ორ ან სამ დამარეგულირებელს იღებს. გულის, თირკმლის, ტვინის , თირკმელზედა ჯირკვლის წნევა არასოდეს არ ჩერდება ამ ციფრებზე და ძალიან ზევით მიდის. 120. 130 , 140, 150 უპირობოდ სანაღვლე გზების და ღვიძლის წნევაა. 160იც კი ღვიძლის წნევაა თუ ფარისბრი ჯირკვლების ფონი ემატება . სამწუხაროდ, ზოგი ექიმიც ნიშნავს კიდეც ამ დროს, ამათ, წნევის ასეთ დაბალ ციფრებზე. ხელოვნურადაა ბრძოლა სიკვდილისავის. უნდა ვიცოდეთ მედიკამენტების და დაავადებების მექანიზმები. სტრეპტოციდივით იცემა აფთიაქებში დამარეგულირებლები არასაჭირო ვითარებისთვის , ექიმის დანიშნულების გარეშე. . ასეთი რთული და უკიდურესად საპასუხიმგებლო მეცნიერება როგორიც მედიცინაა, ზოგ რგოლში მეტად ზედაპირულადაა გაპრიმიტივებული. მე ნამდვილად აღარ მსურს ამ სისტემაში რამე პოსტი .აზრიანმა, გულიანმა, თავგანწირულმა მკურნალობებმა ძალიან გადამღალა. მაგრამ ეს რომ მეხებოდეს, არ დავუშვებდი არც შტერ ფარმაცევტს და არც უწიგნურ ექიმს. რადგან ,ადამიანების სიცოცხლეს ამით საფუძველი ეშლება. ხოლო გონიერ მედიცინის მუშაკებს, რომლებსაც ადამიანი უყვართ და სიცოცხლის ფასი იციან , ბევრად მასშტაბური პირობებით და პატივით დავაფასებდი.
2- ნებისმიერი დიაბეტის პრეცენდენტი, მოცემულ ადამიანში, ამ თაობას გადაახტებოდა, რომ ამ ადამიანს არ ჰქონოდა-ჭარბი პარაზიტები, ჭარბი სოკო და ბოლომდე დაცემული თუთია და ქრომი. მეტაბოლური მოშლა დიაბეტის განვითარებაში გადამწყვეტი ფონია, მაგრამ ამასაც კი უძლებს პანკრეასის -ლანგერჰანსის კუნძულები. მთავარი ბიძგი დიაბეტის დაწყებაში, ამ სამი პარამეტრის უკიდურესი მოშლაა.
3- ბევრჯერ მითქვამს-კოვიდი , ფილტვების ანთებით და სუნთქვის უკმარისობით, მხოლოდ იმ ადამიანებს ურთულდებათ, რომლებიც ანთებადი ფილტვის ქსოვილით დადიან. არ ვგულისხმობ პნევმონიას. უამრავი ადამიანი დადის არასრულფასოვანი, ანთებადი ფილტვის ქსოვილით.რადგან პნევმონიის მორჩენა, რაც მასიურად ხდება, რეალურად ,მარტო ანტიბიოტიკით მკურნალობა არ არის. მას შემდეგ ფილტვს აღდგენა ესაჭიროება. რენტგენის გადაღების შემდეგ, სამწუხაროდ ასეთებს ეუბნებიან , რომ არაფერი არ გჭირსო. მიუხედავად იმისა, რომ რენტგენოლოგიურად -მათ ფიბროზული კერები და მისი მსგავსი ბევრი მონაცემები აქვთ. ჩვენი მედიცინის კარდინალური ნაკლი-დეტალების გაუთვალისწინებლობაა. ადამიანები მიდიან ბოლო სტადიებამდე დაავადებების და მანამდე ბევრ ადგილზე ეუბნებიან-არაფერი არ გჭირსო. დეტალებშია ეშმაკი. ეს დეტალები მახვილი სიგნალებია, ადამიანის გადასარჩენად. ყველა , პატარა დეტალიც ძალიან ინფორმაციულია. ფილტვი-ეს სასიცოცხლო ოაზისია. ჯანსაღი ფილტვი განსაზღვრავს, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. რომ არ გტკივა , არ გახველებს ან პნევმონია არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ფილტვები ჯანსაღია. სრული , მუსიკალური, ვეზიკულური ხმიანობა თუ არ ისმის ადამიანის ფილტვიდან, ის ადამიანი არ არის ჯანმრთელი და არა აქვს დიდი ხნის სიცოცხლის შანსი. კარგ ექიმებს ასეთ ფილტვზე შესაბამისი რეაქციები აქვს. მაგრამ, თავად სისტემაა მოშლილი. ერთმა ექიმმა, შეიძლება განგაში გამოცხადოს ,მეორემ კი გაიცინოს და თქვას არაფერიაო. ის მაინც უნდა ვიცოდეთ, ფილტვის გამტარებლობა რომ დაქვეითებულია, ამ დროს რომელი ამინომჟავა ან ვიტამინი აკლია ფილტვს.
4- ბევრჯერ მითქვამს-თუ წლამდე ბავშვი მსუქანია, თავის ნორმულ წონაზე მეტად სამი ან ხუთი კილოგრამით, ეს ავადმყოფური და უფრო მეტიც, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ეს არის ლიმფატიკურ-ჰიპოპლაზიური დიათეზი. ეს მოითხოვს სიცოცხლისთვის განსაკუთრებით სარისკო, ისეთი ჯირკვლების გადამოწმებას, როგორიცაა თიმუსი და სხვები. თიმომეგალია და სხვა ჯირკვლების ჰიპერპლაზია , ხშირია წლამდე, უეცარი სიკვდილის მიზეზი. ასეთ ბავშვს ჰორმონული დისბალანსი აქვს .მიაქციეთ ყურადღება და რა საყვარელი ბუთქუნაას ძახილის მაგივრად ,ეს ბავშვი გამოიკვლიეთ და საშიშროების რისკები მოუხსენით. ასევე, როცა ბავშვი სკოლის, განსაკუთრებით,ზედა ასაკში ძალიან რომ გასუქდება, ჰორმონული ფონი უნდა გამოიკვლიოთ. ინსულინისადმი რეზისტენტობა უნდა გამოიკვლიოთ. თითქოს ჩივილები არა აქვს. ეს შეცდომაა. ჩივილები არის ,მაგრამ ამოცნობას ჭკვიანი ექიმი სჭირდება. განსაკუთრებით დააგანგაშეთ დღის მონაკვეთში ძილიანობა. გადარჩენა და სიცოცხლე თავისუფლად შეიძლება. ჯირკვლების და ჰორმონების ნორმაში ჩაყენების შემდეგ. ამას უკვე მერამდენეჯერ ვიმეორებ. ვიცი რამდენი ოჯახი გაუბედურებულა. რამდენ ახალ ნაცნობს უთქვამს-ნეტავ ადრე მცნობოდიო. სკოლის ასაკის ბავშვი, რომ გასუქდება კარგი ექიმი მოძებნეთ და ის დააყენებს მას სიცოცხლის გზაზე . წლამდე ბავშვს აუცილებლად გადაუღეთ კარდიოექოსკოპია ანუ გულის ექო. ზოგი მანკი უსიმპტომოდ მიდის და 20 წლიდან მწვავდება. ეს პედიატრიული დოგმაა–3თვემდე ——–ბავშვს ეს გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. თუნდაც, იმიტომ, რომ გამოირიცხოს პერსისტული ოვალური ხვრელი შეხორცდა თუ არა. ადამიანთა 35 პროცენტი , შეუხორცებელი პერსისტული ოვალური ხვრელით არის. შაკიკის 85 პროცენტი მხოლოდ პერსისტული, ოვალური ხვრელის გამოა. ის თუ არ შეხორცდა 3 თვემდე, , ეს ადამიანი მაშინ, მთელი ცხოვრება ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს და განსახვავებული რეჟიმით უნდა იცხოვროს.
5-ვისაც ლიპაზის ცვლა აქვს მოშლილი, ის სიმსუქნისკენ არის მიდრეკილი-ეს არ ნიშნავს , ანალიზში მანდამაინც, ლიპაზის დაქვეითებას. ჩვენს ქვეყანაში, ხალხი ამდენ ფულს იხდის ანალიზებში და მათი ძალიან მწირი სახეობებია. მედიცინა კი, ბევრად უფრო ღრმა მეცნიერებაა, როგორც ერთი შეხედვით ხედავენ. თუ ნებისმიერ პროცესს მორფოლოგიის და ჰისტოლოგიის დონეზე არ შევაფასებთ, ჩათვალე რომ ვერაფერი შეგიტყვია ამ დაავადების.
6-ქოლინის, მეთიონინის, ჰომოცისტეინის, ბე 9ის , ლეციტინის და კიდევ რამდენიმე ფაქტორის ნაკლებობის გამო, ტვინი სკლეროზამდე ადვილად მიდის. როგორც ტვინის ისე, პერიფერიული სისხლძარღვების სკლეროზის მთავარი საწისი წყარო ესენია. 7-ცხვირის პერიოდული გაჭედვა, რომლის დროსაც ადამიანებს, უამრავი ალერგიის პრეპარატი და ნაზალური სპრეი აქვთ დანიშნული, სულ სხვა მკურნალობას საჭიროებს. ეს არ არის ლოკალური პროცესი ცხვირის დონეზე. ეს არის ლორწოვანი გარსების ტოტალური უკმარისობა. ამ მექანიზმის არეალშია ,კუჭის ლორწოვანი გარსების უკმარისობა-რეფლუქსების, გასტრიტის და წყლულის ჩათვლით. მთავარი მიზეზი ფერმენტების ცვლის მოშლაა, რომლის ფონზე არის-ჰორმონალური უკმარისობა, ამინომჟავების ცვლის მოშლა და უჯრედში მინერალური დეფექტები. ლორწოვან გარსებში ამ ცვლების მოშლა იწვევს უჯრედის დესტრუქციას მორფოლოგიურ და ჰისტოლოგიურ დონეზე. სხვა მექანიზმებთან ერთად ,ეს არის ყველა დაავადების კარდინალური მაგისტრალური მექანიზმი. ნებისმიერი დაავადება მორჩება თუ ამ დარღვეულ რეაქციებს აღვადგენთ და უჯრედულ დეფიციტებს შევავსებთ. როგორც ყოველთვის, როცა ამ მიმართულებით მივდივარ, საოცრებები ხდება, მორფოლოგიურ და ჰისტოლოგიურ დონეზე მისული დარღვევები, რომლებიც , თითქმის სიმსივნის დასაწყისს უახლოვდებოდნენ აღდგება და ჰორმონების ბალანსიც თავისით აღდგება. ეს ხდება ჰორმონული პრეპარატების დანიშვნის გარეშე. ბევრი ინტელექტუალური ჩემი პაციენტი ამის მომსწრეა. ანუ უჯრედის სტაბილიზაციით, მთლიანად ხდება ორგანიზმის გადაწყობა ჯანსაღ ფიზიოლოგიაზე. არაექიმიც კი ხვდება, რომ სპრეი და ალერგიის ზოგადი პრეპარატები, როცა ტოტალური უკმარისობაა ლორწოვანი გარსების- დროებითია. იგივე სიტუაცებია ასთმების დროს. ეს სტანდარტული მკურნალობები ასთმის, უნდა გაუმჯობესდეს და პროცესის გამოსწორება უჯრედულ დონეზე მოხდეს. საცოდავობაა, როგორ იტანჯებიან და იწამლებიან ბავშვები აეროზოლებით, როცა პროცესის სიღრმისეული გამოსწორება შეიძლება ბუნებრივად და ნატურალურად. მშობელი გააძრობს ჩანთიდან აეროზოლს და ბავშვს ამაყად მიაწოდებს, თან დააყოლებს-პრაფესორმა დაუნიშნა. მედიცინა მალე უნდა გამოვიდეს იმ ჩიხიდან , რომ ასთმის სტატუსის მოხსნა -მარტო მედროლის, დექსამეტაზონის და აეროზოლის იმედზეა. იქნებ ის მოვაშოროთ ბავშვებს ამ დროს, რაც აპროვოცირებს შეტევებს. ასევე შევავსოთ იმით ,რაც ამძაფრებს შეტევების ძალას. უჯრედის სტაბილურობის აღდგენა, ნებისმიერი დაავადების დროს, ადამიანის მორჩენის გარანტია. ადრე თუ გვიან მედიცინა ამ გზას დაადგება და ასე ჭარბად აღარ იქნება ადამიანების სენსიბილიზირება ქიმიური ანტიგენებით-ზოგიერთი დროებითი ეფექტის მედიკამენტის სახით. თუ ფიზიოლოგია კარგად ესმის ექიმს, თავისი რეაქციებით, და ადამიანის სისტემა ბოლომდე დარღვეული არ არის, უჯრედის სტაბილიზირება პრობლემას არ წარმოადგენს. ოღონდ კარგად უნდა ვიცოდეთ ამონომჟავების და სხვა ცვლები. ნებისმიერი დაავადების დროს, ყველაზე ცუდ სურათს , შესაბამისი ამონომჟავის დაცემა გადაპირობებს. ასევე შესაბამისი ვიტამინის და მინერალის. ხალხშიც და დაბალი დონის მედიცინაში, ვიტამინები გასუქებასთან ასოცირდება. ადამიანი კი იმიტომაა მსუქანი, რომ მას მოშლილი აქვს რომელიმე ვიტამინის ცვლა. ანუ აკლია გარკვეული ვიტამინები. სიკვდილი რამდენიმე ბიოფაქტორის ბოლომდე დაცემაა. მათ შორის მთავარი ბიოფაქტორი ვიტამინებია. ლორწოვანი გარსების ტოტალური უკმარისობის დროს, ეს ცხვირის გაჭედვა იქნება თუ გასტრიტი თუ კუჭის წყლული–დაცემულია რამდენიმე ბიოფაქტორი. მათ შორის გამოირჩევა ა ვიტამინის ტოტალური უკმარისობა. ასევე სასუნთქი გზების ლორწოვანის დაავადებების დროს. მაგალითად ,არ არსებობს ვწერდე გასტრიტის ან წყლულის დანიშნულებას თუ ფონად ა ვიტამინის დარტყმითი დოზა არ დავუნიშნე. ასე, რომ ა ვიტამინი შაბლონურად, მარტო კანის საკუთრება არ გეგონოთ.
8–ქალს ყველაზე მეტად, სისხლს და ლიმფას უბინძურებს-პარაზიტები, არასრული ჰიგიენა და არაჰიგიენური კაცი, რომელიც მასთან სქსობრივ ურთიერთობაშია. მით უმეტეს, თუ კაცს სხვა სქესობრივი პარტნიორები ჰყავს. ამ დროს ქალს მთელი სპექტრი ჰყავს იმ პარაზიტების და მიკრობების, რომელიც ამ კაცს გააჩნია. ხოლო თუ კაცს სხვა პარტნიორი ჰყავს, მაშინ ამ ქალს იმ ქალების მიკრობებიც გადაეცემა. თანაც გენეტიკურიც. როგორც არაორგანიზებული სექსმუშაკებისგან ინფიცირდებიან კაცები, შარდ-სასქესო სფეროს გადამდები მიკრობებით, ასევე ინფიცირდებიან ქალები არაჰიგიენური კაცებისგან. რაც შესაბამისი პათოლოგიური გენეტიკის ფონზე ხან სიმსივნემდე მიდის. სასქესო ორგანოების ჰიგიენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისათვის.
9-ყველასათვის ცნობილია , როგორი საამქროები იყო ადრე გახსნილი, ეწ გლანდების ოპერაციის. თუ ბავშვს წელიწადში სამზე მეტჯერ აქვს ტემპერატურა ამ საფუძველზე , ოპერაციის საკითხი თეორიულად მაშინ უნდა დადგეს. წელიწადში ორი ან სამი ასეთი მდგომარეობა არ ითვლება ოპერაციის ჩვენებად. გამონაკლისია, მხოლოდ ,რამდენიმე პათოლოგიის ფონი. ანუ თუ ეს პროცესი აზიანებს გულს ან თირკმლებს, იმ შემთხვევაში ხდება ოპერაციიული ჩარევა საჭირო, სამზე ნაკლები სიცხიანი პრეცენდენტის შემთხვევაში. ეს ორგანო ისევეა იმუნიტეტის ცენტრი, როგორც, მაგალითად, ელენთა. თუ ეს ოპერაცია მართლაც გჭირდებოდათ, მაშინ თქვენ და თქვენი ექიმი, სულ მუდამ ბრძოლის მზადყოფნაში უნდა იყოთ ა ჯგუფის ბეტა ჰემოლიზურ სტრეპტოკოკთან.რომელიც ანგინის და ასევე რევმატიული პროცესების, გულის მანკების გამწვავების და სახსართა სისტემის თავდამსხმელია სამიზნედ. ის ძალიან ვერაგია და თავს არასდროს არ დაგანებებს თუ გონიერად არ დაუხვდები. ძველი მედიცინის პრინციპით ჰგონიათ ,რომ მას მხოლოდ ანტიბიოტიკი კლავს. მაგრამ ასე არ არის. მისგან თავის დახსნის უფრო ადვილი , ახალი და გონიერი მეთოდებია. თუ ფხიზლად არ იქნებით და აკადემიური ზედამხედველოდბა არ იქნება, სტრეპტოკოკისგან კარგს არაფერს არ უნდა ელოდოთ. მისი სამიზნეა-სახსრები, გული და თირკმლები. თუ ეს დაავადებები ან რომელიმე ერთი გაწუხებთ, თქვენი ნებისმიერი მკურნალობა უშედეგოა, თუ სტრეპტოკოკთან კონტექსტში არ განიხილავთ მკურნალობის სტრატეგიას. არაფერი ისე არ აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცლის ხანგრძლივობას, როგორც ზერელე მკურნალობა.
10-ხან ქვედა ქუთუთო თუ შეშუპებულია ან ხან კოჭის არეში თუ შეშუპებაა ან ხან წნევა თუ გაქვთ ან ფეხები ხანგრძლივად დგომისას ზომაში იმატებს ან პოლიპი თუ გაქვთ ან კისტა ან მასტოპათია და სხვა-აღარ ხართ ჯანმრთელი, სანამ ამის ბაზისს არ გამოასწორებთ. ხაზს ვუსმამ მორფოლოგიურ ბაზისს და არ ვგულისხმობ პოლიპის ან სხვა რამის ოპერაციულად მოშორებას. ამ ფონს ისიც ამწვავებს, რომ მწეველი ხართ ან სანაღვლე გზების პრობლემაა ან გულის ან თირკმლის. ეს ყველფერი სიცოცხლესთან თანდათან დამშვიდობებაა .ესაა შემღვრეული და დაბინძურებული ლიმფა და სისხლი. ნებიერი მკურნალობის დროს ყველა დავადების სტატუსის აღქმა ამ ჭრილში უნდა ხდებოდეს. ასეთ ფონზე ადამიანი ადვილად ჩაისახლებს ყველანაირ მიკრობს, ბაქტერიას, ვირუსს,ონკოლოგიურ რადიკალებს. სისხლის და ლიმფის გაწმენდა ინდივიდუალურად ხდება.რადგან ყველას ინდივიდუალური დაბინძურება აქვს. ეს იქნებოდა სიცოცხლესთან რეალური დაბრუნება. დაბინძურებული ლიმფა ,ჯამში ნიშნავს მწყობრიდან გამოსულ ვენურ ქსე ლს, სისხლის კოაგულაციის მექანიზმების მოშლას, გამალებულ თრომბირებას. თუ ამას ლიპიდური ცვლის მოშლა ანუ ქოლესტერინების პრობლემა ემატება ,შედეგი მძაფრდება. რადგან, ამ დროს სისხლძარღვის კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქები ინტენსიურად ლაგდებიან და ინფარქტის , ინსულტის და უეცარი სიკვდილის რისკი მატულობს. ზოგს ჰგონია თუ ვენა გარედ არ გამოებურცა ვენები არ არის დაზიანებული. ეწ გამობურცვა ,სწორედ ერთ-ერთი კომპენსაციაა სიცოცხლის. როცა ლიმფა დაბინძურებულია, ამ დროს ჰორმონები მწყობრიდან გამოდიან. რადგან მათ ფიზიოლოგიური ფუნქციონირება, მხოლოდ, სუფთა სისხლის და ლიმფის პირობებში შეუძლიათ. ამ დროს, ჰორმონები უარს ამბობენ უჯრედების კონტროლზე. ამის შედეგად, მწყობრიდან გამოდის ბევრი ფიზიოლოგიური პროცესი და რეაქცია. იშლება ამონომჟავების, მინერალების, მჟავების და სხვა ცვლები. დაბინძურებული ლიმფის შლაკები და ნაწილაკები ქმნიან ცისტებს, კისტებს,პოლიპებს. ამოჭრა არ არის გამოსავალი. გაჩნდება მეორე. ჰორმონები აგრესიული ხდებიან ამ გარემოში და უამრავ ვენურ კრახებს და ქსოვილოვან მუტანტებს ქმნიან. დასუსტებული უჯრედები ვეღარ უმკლავდებიან ვერც შემოჭრილ, ახალ ბაქტერიულ ფლორას და ვერ ადგილზე გააქტიურებულ, ყოფილ ენდოგენურ ფლორას. ოპერაციამდე არის გამოსავალი. ლიმფა და სისხლი უნდა გაიწმინდოს.უჯრედული დისკომფორტი მორფოლოგიის და ჰისტოლოგიის დონეზე უნდა ჩასწორდეს. არ არსებობს კიბო, რომლის ფონად ორგანიზმში დაბინძურებული ლიმფა არ იყოს. ამ მიდგომით ბევრი რამ შეიცვლებოდა. მალე იშვიათი ,სამაგალითო, გასაოცარი ,ანტიკვარი და თითით მისათითებელი გახდება ქალი, რომელსაც რაღაც ქალური ორგანო არა აქვს ამოჭრილი .დააკვირდით იმ ქალების თავის ტვინის ტომოგრაფიებს ,რომლებსაც ქალური ორგანოები აქვთ ამოჭრილი.რამხელა პროტესტს გამოთქვამს ტვინი. მას წაართვეს ტერიტორია რომელსაც თავისი იმპულსებით მართავდა და ჯერ კიდევ შეეძლო რომ ემართა. ხელოვნურად შექმნილია დეგენერაციული კერები ტვინში. არ გაატაროთ და საფუძვლიანად უმკურნალეთ თუნდაც პაწაწინა ფურუნკულს ტანზე ან ფეხზე. თითოეული, მოუვლელი ჩირქოვანი წერტილი, სისხლის და ლიმფის დაბინძურების წყაროა. განსაკუთრებით აგრესულად აბინურებს სისხლს და ლიმფას გამოხრული კბილები და არამიზანმიმართულად დანიშნული ქიმიური მედიკამენტები .ასევე , უკონტროლო საცხობებში ნაყიდი საკვები. სადღაც, ვიღაც ქალი ,თავისი სტაფილოკოკებიანი ხელით ზელს ცომს და ათასებს უზღუდავს შედეგში ცხოვრებას. მე ადრე თქვენ გესაუბრეთ—– ამერიკელი—- მერი მელონის შესახებ, რომელიც თანამედროვე , ევროპულ ,ჰიგიენის სახელმძღვანელოებში მოხვდა, როგორც მაგალითი. ის მოხსნეს. დაიჭირა ამერიკის ზედამხედველობის სამსახურმა და პოლიციამ. . მაგრამ, შემდეგ , სხვისი სახელით დაბრუნდა საცხობში. ძალიან ჰიგიენური ქალბატონი იყო, მაგრამ სალმონელების მიკრობები ჰყავდა სისხლში.მისი მოზელილი ცომი,აინფიცირებდა და კლავდა ადამიანებს. ჩვენს უკონტროლო ქვეყანაში, დღეს ასეთი—- ათასობით მერი მელონები გვიზღუდავენ სიცოცხლეს. დედას რომ სკოლაში შესვენებაზე , შვილისთვის საცხობში ნაყიდი ლობიანი მიაქვს. ამით ჰგონია, რომ შვილს პატრონობს და ღზრდის. უხარისხო მარგარინის სუნით გაჟღენთილი, საეჭვო ჰიგიენური სტატუსის დამწვარი მასა. . მარტო სექსი ჰგონია ზოგს გათხოვება. გამოუცხვე ქალბატონო შვილს ხან რაღაც. ეს ქართულიც და ძველი ინგლისის არისტოკრატული ოჯახების ტრადიციაა და არასოდეს გადავა არისტოკრატების მოდიდან. დაბინძურებული ლიმფა და სისხლი მაინც აცოცხლებს ადამიანს. მაგრამ, თუ ლიმფურმა ჯირკვლებმა ფარხმალი დაყარა, ეს უკვე გამოცხადებული სიგნალია სიმსივნის გაბატონებისთვის. არ შეიძლება მკურნალობა ორგანიზმის გაწმენდის გარეშე. ლიმფური სივრცეები უჯრედებს შორის ნაპრალებია. სადაც ლიმფა მოედინება სისხლძარღვთა კაპილარებიდან. ლიმფური სივრცეებია-პერიტონიუმი, პლევრა და გულის პერანგი, სეროზული ღრუები, ტვინის პარკუჭების არხები, ზურგის ტვინი, თავის და ზურგის ტვინის გარსებშუა სივრცეები, შუა ყური. თვალის კამერები, პერინევრალური არზები, სახსრების და მყესების ბუდეების სინოვიალური ღრუები. ამოტომაცაა, ჩამოთვლილ არეებში ანთებები სიცოცხლისათვის განსაკუთრებით ყველაზე საშიში.რადგან ეს ლიმფური სივრცეებია. ამ სიტუაციის ვერაგობაზე ხშირად გესაუბრებით. ეს სტრატეგია ლიმფის გაწმენდის ფართოდ დანერგილი არ არის. ქიმიური წამლები ამ ფონზე კიდევ უფრო ანაგვიანებენ ორგანიზმს. შუა ყურის ანთების მორჩენას ბავშვებში, ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ბოლომდე მოურჩენელი შუა ყურის ანთება, ტოვებს ბაქტერიულ ფლორას და ფონია მენინგიტისთვის. ბავშვს თუ ყურის ანთება ,თუნდაც, ერთხელ გაუმეორდა, მას მკვეთრად შეზღუდული იმუნიტეტი აქვს. მედიცინა როცა მარტო ფარმაციაა, თანაც არაჰერბალისტური, მაშინ ის მხოლოდ ქიმიაა, რომელიც ადამიანებს ნელ-ნელა კლავს ჩივილების მიჩქმალვის ხარჯზე. მედიცინა როცა არის-ფსიქოლოგია პლიუს დარღვეულ ფიზიოლოგური რეაქციების გამოსწორება ,რეალური დანაკლისების საშუალებით პლიუს დაბინძურებული სისხლის და ლიმფის წმენდაა , ის მაშინ აჯანმრთელებს ადამიანს და ათეულობით სიცოცხლის წლებს ამატებს.
11-ვისაც შეუძლია სისხლის ანალიზის წაკითხვა აკადემიურ დონეზე , ის მაშინვე დაინახავს შეფარდების საფუძველზე, აკლია თუ არა ბე მეცხრე ვიტამინი. თუ ეს აკლია მაშინ მოშლილია ჰომოცისტეინის ცვლა. შესაბამისად, მოშლილია მეთიონინის ცვლაც. მეთიონინი სულ მცირედაც ,რომ შემცირდება ქოლინის რიცხვი დაეცემა და ლეციტინის წარმოქმნა წყდება. შედეგად, კიდევ რამდენიმე რეაქციის ჯაჭვი მწყობრიდან ამოვარდება და ირღვევა. შედეგად ღვიძლი აუცილებლად გადაგვარდება და ლიპიდური ცვლა მოიშლება. აი ეს არის ქოლესტერინის წარმოშობის მექანიზმი. ეს ცვლები თუ მოშლილია , რომ არ იყოს ქოლესტერინების სიჭარბეც, უჯრედის ინსულინისადმი რეზისტენტობა უკვე დარღვეულია. ეს კი ნიშნავს ინფარქტის, ინსულტის, ანევრიზმის და უეცარი სიკვდილის დიდ რისკს. ეს ცვლა თუ არ აღდგება ისე ამ დაავადებების დამართების რისკი არ იხსნება. მხოლოდ ამ ცვლის გამოსწორების დროს იხსნება უეცარი სიკვდილის შანსი. ეს ცვლები თუ არ აღდგა, სისხლძარღვებზე გამალებით მიდის ათეროსკლეროზულოი ფოლაქების ჩალაგება რაც ინსულტის და ინფარქტის წყაროა. ამ დროს ქოლესტერინი ჩანს თუ არა ანალიზში ,ღვიძლი ყოველთვის დიდ პრობლემაშია. ჩვენში ღვიძლის სრული კვლევები არ არის. შეიძლება ადამიანს ღვიძლის ფუნქციები ნორმაში ჰქონდეს და ამ დროს ციროზი ჰქონდეს. ბევრი შემთხვევა ყოფილა, ამ დროს ღვიძლზე მეთვალყურეობა შეჩერებულა და ადამიანი ღვიძლის სიმსივნემდე მისულა. ამ დროს ადამიანი ჭამს, სვამს, იცინის ,სამსახურში მოღვაწეობს. ამ დროს ,თუ მაგალითად, კრესტორი დაენიშნება ,ადამიანებს ჰგონიათ ,რომ მკურნალობენ. ამ ვითარების წამალი -კრესტორი ისეა, როგორც იმ თხას უნდოდა კოლექტივში შესვლა, „ შეხვედრა წარსულში“ ძალით რომ მიათრევენ. მედიცინის საფუძვლიანად არცოდნა–არაპროფესიონალიზმი, ადამიანების სიცოცხლის შეზღუდვაა. მედიცინა ბოლომდე თვით ღმერთმა იცის. ექიმი მხოლოდ თავგანწირვით უნდა ეცადოს საგნის შესწავლას, ადამიანის შესწავლას და გაფრთხილებას. სანამ უჯრედის ინსულინისადმი რეზისტენტობა არ აღდგება ,მანამ ექნება ადამიანს უეცარი სიკვდილის შანსი. მაღალ დონეზე დარღვეული რეზისტენტობა ანალიზში აღარ ჩანს. ამ დეტალის ცოდნა მნიშვნელოვანია ,რადგან ეს უკვე გამოსწორებული ჰგონიათ ხან. გამოცდილ ექიმს ბევრ ნიშანზე შეუძლია შეატყოს პაციენტს არის თუ არა უჯრედის ტოლერანტობა ინსულინის მიმართ დარღვეული. მოძებნეთ ჭკვიანი ექიმები. მიაქციეთ ყურადღება ამ სიგნალებს. ამის გამოსწორება სიკვდილის აცილება და დიდხანს სიცოცხლეა.
მარინა ტოტოჩავა