„ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება და ამას ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა იყოს და არა ქუჩაში. უკვე მართლა ზედმეტია, რაც ხდება – არის მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც პოლიტიკურმა ინსტიტუციებმა საზოგადოებასთან ანგარიშგებით უნდა გადაწყვიტოს, ქუჩაში უნდა გადაწყდეს, რაც ცალსახად არასწორი მგონია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.