გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიიდან ორი შესაწირი ყუთი მოიპარეს, – იუწყება „ტვმონიტორინგი“. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ქურდობის ფაქტის შესახებ კი სასულიერო პირებმა დილით შეიტყვეს. მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს სამართალდამცველებს.
,,კარი დაკეტილი იყო და არ ვიცი, შიგნით როგორ შეაღწიეს. წაღებულია ორი შესაწირი ყუთი, გაუკრკვეველი თანხით“ – თქვა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ჯერ-ჯერობი დაკავებული არავინაა.