მიხეილ სააკაშვილის სასამართლო ე.წ. საზღვრის კვეთაზე ვივა მედში გაგრძელდება. მოსამართლე ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი, რომელიც 15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო, კლინიკაში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვივა მედში” გასვლითი სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენიმე საათში გადაწყვეტილება შეიცვალა და მხარეები სასამართლოში შეიკრიბნენ. ამის შემდეგ, პროკურატურამ გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.