მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შესაძლოა ოცნების ყოფილი წევრი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გახდეს. ის კლინიკა ვივა მედში დრეს იმყოფებოდა და როგორც ამბობს, შეთავაზება თავად მესამე პრეზიდენტისგან მიიღო.
“მას უნდა რომ მე ვიყო მისი ადვოკატი. მე გარკვეული საკითხები მაქვს გასავლელი, პოზიციები შესათანხმებელი, წინასამართლებრივ საკითხებს ეხება და ამ საკითხების შეჯერების შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მისი პოზიციაა ჩავერთო ყველა საქმეში აბსოლუტურად” ამბობს ხაჭაპურიძე.
აღსანიშნავია, რომ შალვა ხაჭაპურიძეს დიდი გამოცდილება აქვს ისეთი ტიპის საქმეებში, როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადადება და უცხოეთში, სამკურნალოდ გადაყვანა.