რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა მოინახულა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია თავს მხნედ გრძნობს და საბრძოლო განწყობაზეა.
“ბევრად უფრო კმაყოფილი გამოვედი დღეს. 1 თვე გავიდა უკვე, რაც ნიკა ამ დაწესებულებაშია და მისი განწყობა იმდენად კარგია, იმდენად მტკიცეა, გამოვიდა, რომ აქეთ მაწყნარებდა პაემანზე, აქეთ მამშვიდებდა და მაძლევდა იმედებს. ძალიან მხნედ და კარგად არის, ბრძოლისუნარიანი. მუშაობს და ყველაფერთან ერთად, განწყობა ისეთი აქვს, რომ იქიდან გამოსულებს არ მგონია, რომ არ გადაედოთ და ასეთივე განწყობით არ გამოვდიოდეთ ყველა ჩვენგანი, ვინც იქ შევდივართ.
ნიკას შემთხვევაში პატრიოტიზმი მოცემულობაა. თითქოს გენეტიკური კოდივით აქვს ეს პატრიოტიზმი გამჯდარი და მისი უპირობო სიყვარული თავისი სამშობლოს წინაშე ყველაფერში ჩანს. არ აქვს მნიშვნელობა ციხეში ზის თუ სად არის, ყოველთვის იმ მიზნისთვის იბრძოლებს, რაც დაისახა თავიდანვე – ეს არის მისი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა”, – თქვა სოფო ლილუაშვილმა.