“ღრმა ოპტიმიზმი არ მაქვს” – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირისგან, მიანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამის შესახებ მან ევროპის მოედანზე, თავის მიერ ჩანიშნულ აქციაზე ისაუბრა.
“…ველოდებით ყველა ერთად და ამიტომ დღევანდელი დღეც, არჩეული თარიღი, არავისთან შეჯიბრი არ იყო ეს თარიღი. ვიცოდი, რომ 17-ში იქნებოდა ეს პირველი რეკომენდაცია. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ამიტომ მე ვთვლი, რომ ყველანაირი, ყველა ფორმის გამოსვლა, რაც იქნება, სხვადასხვა ჯგუფების, მე ამას მივესალმები იმიტომ რომ დღეს გვაქვს “ლუფტი”, ხვალ არის რეკომენდაცია კომიისის, რომელიც არცერთმა ჯერ არ ვიცით რა იქნება ამ რეკომენდაციაში და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება თვის ბოლოს, 24-ში…
მე თუ გამოვედი სიტყვით აქ ეს იმისი მაჩვენებელია რომ მთლად ასეთი ღრმა ოპტიმიზმი არ მაქვს შედეგებთან მიმართებით. თუმცა მე ვთვლი რომ საქრათველოს აქვს უფლება იყოს იქ სადაც მის მოსახლეობას უნდა და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.