”5 წელია ვიძახი, რომ ხოშტარია არის ჯერ საბჭოთა და მერე რუსეთის უშიშროების სამჭედლოში გაზრდილი, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„სიმართლეს ვერსად გაექცევა. ზღაპრები, ვირსალაძის შესახებ, სამადაშვილის მოუყვეს, ისიც არ დაუჯერებს, მაგრამ დღეს ერთმანეთს სჭირდებიან, ამიტომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. მე ვირსალაძის სხვა შვილიშვილები ვიცი, მაგრამ ათასობით დოლარს უგზავნიდნენ რუსეთის ბიუჯეტიდან ასეთი რამ არ გამიგია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ცნობისთვის, დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.