საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას იწყებს. დღეს ჩანიშნული საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიმართვაზე იმსჯელებენ.
კომიტეტი განიხილავს ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილია.
პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ასევე მიმართეს: „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და ზურაბ ჯაფარიძემ. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩის“ სამ წევრს.
მსგავსი სტატიები
- 85
იყო დრო, როდესაც მოსყიდვაზე, მუქარასა თუ გაყალბებაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ერთ მთავარ იარაღს იყენებდა: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის შეშინებას წელს ეს მეთოდი ძველებური ინტენსივობით აღარ გამოუყენებია, მთავარი ფსონი უკვე საბოლოო გაყალბებაზე ჰქონდა დადებული. ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, კანონის ძალით, საერთოდ გააქროს პოლიტიკური სივრციდან და…
- 84
"რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი"- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. "მე მინდა გავიხსენო, ჩვენ გვყავს, ქართველები უნიკალური ხალხი ვართ და აქაც ამით გამოვირჩევით, მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია რომელიც, რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი. ეს ადამიანი ძველ დროში, ნაციონალები რომ იყვნენ…
- 84
უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ყირგიზეთს რეფორმებით დაეხმაროს. როგორც ყირგიზული მედია იუწყება, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ექსპერტმა, ჟაპარ უსენოვმა დაწერა. უსენოვის თქმით, სააკაშვილმა საკუთარ სახლში მიიპატიჟა, სადაც „შეხვედრას ესწრებოდნენ მისი თანამებრძოლებიც – მარგულან სეისემბაი და ზურაბ ადეიშვილი“. „ხდება, რომ ადამიანი წარმოგიდგენია ერთი სახით, ხვდები მას ცხოვრებაში,…
- 84