“ბევრი რამე გვაქვს ევროპისგან სასწავლი, ვინც იმას იძახის ვინ რა უნდა მასწავლოს? საქართველოს ისტორია არ იციან, ჩვენი ისტორია არის ღირსებით აღსავსე, მაგრამ სირცხვილით აღსავსე. დიდ ქვაბში რომ, მოვაქციოთ ყველაფერი არის უწიგნურობის ბრალი ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ, გამოქვაბულში ვცხოვრობთ, რაღაც ნაწილს სიმართლე და სამართლიანობა არ უნახავს. ევროპა არის შეთანხმება, დიდი სისხლი და საშინელებები ნახა ევროპამ, მათ შორის დაპირისპირებები რელიგიური კუთხით.” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ, ჯორჯიან თაიმსის ეთერში.