“ვიღაცასთან რომ მიხვიდეთ, წარმოიდგინეთ და ჩემი მახინჯი შვილი მოიყვანე ცოლადო” – ამ პარალელებს ავლებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან და სწორედ ასე მოიხსენიებს მიმდინარე ვითარებას.
სრული სიყალბე ეს არის სრული სიყალბე. როცა ერთი მხრივ ამბობ, რომ ამ ხელისუფლებას არ ეკუთვნის, ეს მათი ყოველდღიური რიტორიკაა რომ ხელისუფლებაა ისეთი რომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება ხომ ჯამურად მიღება, კომპლექსურად. ვიღაცასთან რომ მიხვიდეთ, წარმოიდგინეთ და ჩემი მახინჯი შვილი მოიყვანე ცოლადო, აი დაახლოებით იგივეს გვეუბნება ნაც. მოძრაობა, რომ ეს მახინჯი შვილი ვიღაცამ ცოლად უნდა მოიყვანოს. თუ გინდა შენი შვილის გათხოვება, მაშინ არ უნდა თქვა, რომ მახინჯია ხო? ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი. სინამდვილეში ძალიან კარგად ჩანს მათი რიტორიკიდან, რომ მათ უნდათ ერთადერთი რამ, რომ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი მერე არიონ და ბოლოს მივდივართ ომამდე, – ამბობს კობახიძე.