პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მალგოჟეტა გოშევსკა კლინიკა ვივა მედში, მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. პოლონელმა პოლიტიკოსმა საგანგებო და მკაცრი განცხადება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, კლინიკასთან გააკეთა.
“ერთმანეთს ვხვდებით საავადმყოფოს წინ, სადაც პატიმრობაშია მიხეილ სააკაშვილი. მადლობას ვუხდი ქართული მედიის წარმომადგენლებს ასეთი მრავალრიცხოვანი გუნდისათვის. მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით.
საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ არის ის, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება პატიმრობაში ეროვნული სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელით. თუ სახელმწიფო და მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, მაშინ რა უნდა ქანს უბრალო, ჩვეულებრივმა ადამიანმა ქვეყანაში?! და არამარტო პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ირღვევა ეს ნორმები, არამედ მომდევნო პრეზიდენტსაც სრულად საფუძველმოსკლებული მიზეზების გამო, ჩამოართვეს დაცვა და შეღავათები, რომლებიც მას კანონითა და წესით ეკუთვნოდა.
როგორც შეიძლება ეს აღიქმებოდეს ევროპაში მითუმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც დადგა მომენტი, როდესაც ქვეყნის მომავალზე დგას საკითხი?! ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით ხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მოწოდებასა და მზაობას იმისკენ რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ქვეყანაში არსებული შიდა დაძაბულობისა.
გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს თავიანთი მკაფიო პოზიცია. მე მინდა პირადად განვაცხადო რომ მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას და ვაცხადებ, რომ არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ სრულიად ვუჭერ მხარს ევროპული პარლამენტს განცხადებასა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე. პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და მისი არგაშვება ჰუმანიტარული მოსაზრებებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ეს არის ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღების თანხმობა და მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.” ამბობს გოშევსკა