ოზურგეთის “ტექნოპარკში”, სადაც ამჟამად პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სხდომას უნდა დასწრებოდა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავაც, თუმცა, “ტექნოპარკის” ეზოში შესვლისას კუჭავა, რომელიც სამსახურეობრივ ავტომობილს მართავდა, ბოძს შეეჯახა.
დაზიანებული ავტომობილი ირაკლი კუჭავამ “ტექნოპარკის” ეზოში დატოვა და თავად ამ წუთებში სხდომას ესწრება.