ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე, ოლიგარქი დათმობს თავის ბერკეტებს, ამიტომ არავის არ შეეშინდეს, არავინ არ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, ამოქმედდება... – აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა:
“მკაფიოდ გითხრა დასავლეთმა დეოლიგარქიზაცია მოხდება, გავისაუბროთ და მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები, კი ბატონო თქვენ გადაწყვიტეთ. გვეუბნებიან, ჩვენ ვართ მზად, ევროპელი პარტნიორები, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ.” თქვა მელიამ.
მისი თქმით, ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დეოლიგარქიზაცია მოიცავს მედიის, პოლიტპატიმრების, სასამართლოს პრობლემებსაც, ხოლო პოლარიზაციაზე საუბარი და აქცენტირება არასწორი შეფასებაა.
“ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე, ოლიგარქი დათმობს თავის ბერკეტებს, ამიტომ არავის არ შეეშინდეს, არავინ არ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, ამოქმედდება… შესაბამისი პასუხი უნდა გაიცეს დღევანდელი დღიდან, მათ შორის 20 რიცხვში. დარწმუნებული ვარ, რომ 20 ივნისი იქნება დღე, რომელიც საჭირო იმპულსს მისცემს პოლიტიკურ ცხოვრებას მომდევნო პერიოდში…
ნიკა გვარამია ახლა ციხეში რომ ზის და მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ ზის ეს პოლარიზაციის ბრალია? ” ამბობს მელია. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული ცვლილებების არც რესურსი აქვს და არც პოლიტიკური ნება.” ამბობს მელია.