შემიძლია მოგილოცოთ ევროკომისიის მხრიდან ევროპული პერსპექტივის აღიარება – მდინარაძე

შემიძლია მოგილოცოთ ევროპული პერსპექტივის აღიარება ევროკომისიის მხრიდან და ალბათ, გადაწყვეტილებაც ასეთივე იქნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქვე, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროა გარკვეული პერიოდით გადავადება კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ამას, როგორც ითქვა, გარკვეული ობიექტური საფუძვლებიც გააჩნდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share