პრობლემა ნომერი ერთი – ბიძინა ივანიშვილი. ევროპა მკაფიოდ და ცალსახად გვეუბნება, რომ ოლიგარქიული რეჟიმი ქვეყნის განვითარებისთვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. რეკომენდაციებში, რომლების შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ღია ტექსტით წერია – საქართველოში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია. ანუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ უნდა აკონტროლებდეს.
თუმცა კრემლთან დაკავშირებული მილიარდერის პოლიტიკურმა კლანმა ეს გზავნილი ვერ გაიგო. უფრო სწორედ გაიგო საკუთრი ინტერესების შესაბამისად – დღეს მთელი დღეა “ქართული ოცნების” ლიდერები ან იმას ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ან იმას, რომ მათი პატრონის ხელშეუხებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
დეოლიგარქიზაციის თემაზე “ქართული ოცნების” ისტერიკა უფრო გაამწვავა კიდევ ერთმა მინიშნებამ ევროპელი პარტნიორებისგან. მილიარდერ, არაფორმალურ მმართველებთან ბრძოლის მისაღებ მაგალითად ბრიუსელში დასახელდა უკრაინული მეთოდი, რომლის ავტორიც მიხეილ სააკაშვილია.
მთავარი არხი