თუ გვინდა ევროპა, უნდა მოვიშოროთ ეს ჰერპესი ივანიშვილი – უგულავა

“20 ივნისს იქნება ბევრი ადამიანი, კონსტიტუციურ ჩარჩოში რიგგარეშე არჩევნები არავის გაუუქმებია, მითუმეტეს ხელისუფლებას კონსტიტუცია მოუწოდებს გადადგომისკენ, მან ვერ შეასრულა დაკისრებული. როდესაც 10 წლის თავზე ქვეყანა მაჩანჩალათა სიაში აღმოჩნდება, კონსტიტუციური საფუძველი არსებობს, რომ ხელისუფლება გადადგეს, ეს ქვეყანა მიტაცებულია ერთი კაცის, ოლიგარქის მიერ. ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა ტიპის ცვლილება, მოლდოვამ ეს ყველაფერი საპარლამენტო წესით მოახერხა. ბიძინა ივანიშვილმა გაბედა საკუთარი სისხლიანი ფულის გამო ქვეყანა დააპირისპიროს დასავლეთს. თუ გვინდა ევროპა, უნდა მოვიშოროთ ეს ჰერპესი სახელად ივანიშვილი” – განაცხადა ოპოზიციონერმა, გიგი უგულავამ ტვ პირველის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share