“იმედგაცრუებას ვგრძნობ, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ” – გოგა ჩანადირი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ევროკომისიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“უბრალოდ, ევროკავშირმა ცოტა დელიკატურად გვითხრა, რომ მეტი რეფორმა უნდა გავატაროთ, მეტი ხარისხი გვქონდეს დემოკრატიასა და სასამართლოში, მეტი კულტურა გვქონდეს ერთმანეთთან ურთიერთობაში, მეტად უნდა ითანამშრომლონ ჩვენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, მეტად უნდა ვიმოქმედოთ ევროპასთან დასაახლოებლად.

ასევე, გვითხრა, რომ უნდა შევამციროთ პოლარიზება-დაპირისპირება, არ გამოვიყენოთ სიძულვილის ენა, არ ვიყოთ ინფანტილურები, ვიაზროვნოთ უფრო გლობალურად და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვქონდეს სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან.
გულწრფელი რომ ვიყო, იმედგაცრუებსდ ვგრძნობ, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ.
ევროპა ამ დღეებში საბოლოო პასუხს გვეტყვის.

ჯერ კიდევ არის რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლის დრო”, – წერს ჩანადირი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share