ლაშა ბუღაძე კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის უარყოფით გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებს.
მწერალი ხალხს მიმართავს, ამბობს რომ ჭაობში ვიძრებით და სიტუაციიდან თავის დაღწევას სთავაზობს.
ამაში არის დამნაშავე, პირდაპირი მნიშვნელობთ დამნაშავე ჩვენი აწმყოს, მომავლის და ისტორიის წინაშე ოლიგარქი და მისი უბადრუკი მატყუარა მთავრობა. ეს ოლიგარქია შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიასთან. ამიტომ უპირველესი პასუხისმგებლობა, მთავრობის შემდეგ, თუკი გვინდა რომ მთავრობაზე ზემოქმედება მოვახდინოთ, ეკისრება ქართველ ხალხს. საკუთარ თავებს უნდა დავუსვათ შეკითხვა – ჩვენ ვყვებით ამ ჭაობში და ვიძირებით მასთან ერთად, თუ რაღაცა უნდა ვიფართხალოთ და გამოვძვრეთ?“ – ლაშა ბუღაძე.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.