“ფარხმალი არ უნდა ჩამოვყრათ” – პრეზიდენტის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

საქართველოს პრეზიდენტი, ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციას ეხმაურება და ამბობს, რომ  საქართველომ ფარხმალი არ უნდა დაყაროს.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეიძლება, ზოგიერთი იმედგაცრუებული იყოს, თავად კი გაბრაზებულთა კატეგორიას მიეკუთვნება.

”შეიძლება, იყოთ იმედგაცრუებული. მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია და ვეთანხმები ჩემს წინა გამომსვლელს,  რომ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენ, შეიძლება ადრე და მე პირადად, ბევრი რამე ვთქვი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რაც შეიძლება მზადდებოდა, ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება, მაგრამ ფაქტი, ფაქტია და ფაქტს ვერ გავექცევით. ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარხმალი უნდა ჩამოვყრათ. ეს არ არის ქართული და ქალების ხასიათი”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 

მისი თქმთ, წუწუნის დრო არ არის და რეკომენდაციების შესრულების დროა.

”წუწუნის დრო არ არის, რაც მოგვივიდა დღეს, ეს არის გაფრთხილება, რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო”- დასძინა პრეზიდენტმა. 

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე  მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა  საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი  უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ  დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share