2022 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი თითქმის 3.5-ჯერ გაეზარდა.
კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს მაისში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 258.6 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 73.8 მლნ დოლარს. 2020 წლის მაისში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 9.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასული 2 წლის ასეთი დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებით.
რაც შეეხება დანახარჯებს ქვეყნების მიხედვით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ყველაზე მეტი შემოსავალი – 46.2 მლნ აშშ დოლარი ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო, მას მოსდევს ბელარუსი – 28.6 მლნ დოლარით, მე-3 ადგილზე კი ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, საიდანაც შემოსავალმა – 25.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სხვა ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- თურქეთი – 25 მლნ აშშ დოლარი;
- უკრაინა – 24.3 მლნ აშშ დოლარი;
- ისრაელი – 23.1 მლნ აშშ დოლარი;
- საუდის არაბეთი – 11.7 მლნ აშშ დოლარი;
- სომხეთი – 8.9 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი – 7.8 მლნ აშშ დოლარი;
- ირანი – 6.8 მლნ აშშ დოლარი.