უკრაინამ შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკებები განაახლოს

დავით არახამია ამბობს, რომ უკრაინამ შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკებები განაახლოს.

არახამიამ, რომელიც მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობს, ამერიკის ხმას უთხრა, რომ “უკრაინა აგვისტოს ბოლოს შეძლებს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას გაძლიერებული პოზიციიდან ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევების სერიის შემდეგ”.

მან ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება ფრონტზე პოზიციების გაძლიერების შემდეგ.

არახამიამ ასევე თქვა, რომ მისაღები გარიგება იქნება მინიმუმ რუსეთის დაბრუნება იმ პოზიციებზე, სადაც ისინი 24 თებერვლამდე იყვნენ განლაგებულები.

“მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ლაპარაკი უკრაინის ყველა სუვერენული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დაბრუნებაზე”. – ამბობს არახამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share