ეს იყო საქართველოს გეოპოლიტიკური კატასტროფა. მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა – მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის დასკვნაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა და წერს:

“ის, რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა.

ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა. საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ თუ არ გვინდა, რომ ისტორიის მორევში გადავიჩეხოთ.
20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია.” წერს მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ მიმართვაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share