”პოზნერს უკადრებელი აკადრესო.. იმ პოზნერს, რომელმაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ე.წ. ” დამოუკიდებლობა” აღიარა, პოზნერს, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს მუდმივ რეჟიმში იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე რუსეთის ჯარი..,გავრილოვს ბოდიში ხომ არ მოვუხადოთ დაჩოქილებმა?”
ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა სოიალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარესმ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას რუსეთიდან რუბლებში ჰონორარი ერიცხება, განაცხადა:
“გახსოვთ სამარცხვინო ღონისძიება, რომელიც პოზნერის წინააღმეგ იქნა. 80 წელს გადაცილებულ კაცს აკადრეს უკადრებელი”.