მსახიობი ზურა ყიფშიძე “კვირის პალიტრასთან” საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მომავლის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, დღეს ყველაფერი პოლიტიკაა და ყველა ადამიანურ ურთიერთობას პოლიტიკა წყვიტავს:
”მე მგონია, ევროპაში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპისა და აზიის გასაყარზე ვცხოვრობთ. ქართველები ევროპელები ვართ. პოლიტიკა მაღიზიანებს, არადა პოლიტიკა ყოფილა ყველაფერი: სიგარეტი რომ მიდევს პირში, პოლიტიკაა, ახლა რომ გელაპარაკებით, ისიც პოლიტიკაა, ტელეფონი ხელში რომ მიჭირავს, ესეც პოლიტიკაა, გესმით?! ყველას თავისი აზრი აქვს და ვინც მას გამოხატავს, ხან პოლიტიკოსებში წერენ, ხან მტრად აქცევენ, ამიტომ ჩუმად ვარ. „უცნობთან“ ხმა ამოვიღე და ატეხეს ერთი ამბავი, კარგი ტიპი გვეგონა და თურმე მიშას სიკვდილი უნდაო. არავის სიკვდილი არ მინდა. მშვიდობიან და ბედნიერ საქართველოში რომ იცხოვრონ ჩემმა და თქვენმა შვილიშვილებმა, ეს მინდა მხოლოდ.” – აცხადებს ყიფშიძე.