იდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შემდეგ ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სახლში კატების ყოლა სასარგებლო გავლენას ახდენს მუშაობის პროცესზე. მათი თქმით, ცხოველები ადამიანს სტრესისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან. ისინი აუმჯობესებს ადამიანების სამუშაო და დღის განწყობას.
ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 700 კატის პატრონმა მიიღო, რომლებიც პანდემიის პერიოდში სახლიდან მუშაობენ. გამოკითხულთა 63%-მა თქვა, რომ კატამ ისინი დაამშვიდა, 56%-მა თქვა, რომ ოფისის გარეთ ყოფნის დროს თავს მარტოხელებად გრძნობდნენ, თუმცა ცხოველმა მათ ეს გრძნობა გაუქრო. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა 53% თქვა, რომ მათი კატა რაღაც კომიკურ საქმეს აკეთებდა, მაგალითად, მუშაობის პერიოდში კომპიუტერზე დადის. მათი თქმით, ცხოველმა ადამიანებს სამსახურში დაბრუნების გრძნობა დაუბრუნეს და ძალა მისცეს, რომ ეფექტურად ემუშავათ.
ფსიქოლოგების აზრით, შინაური ცხოველის გარშემო ყოფნით ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს. ასევე მათ დასძინეს, რომ COVID-19-ის პერიოდში ცხოველები უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავდნენ მათი პატრონების მიმართ და ისინი უფრო ბედნიერები გახდნენ, ვიდრე ადრე იყვნენ, რადგან ისინი სამსახურიდან პატრონის დაბრუნებას საათობით ელოდებოდნენ.