,,ევროპისკენ”, ,,თავისუფლებისკენ” ასე ჰქვია აქციას რომელიც დღეს ოზურგეთში, ჭადრების ბაღში გაიმართა. აქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრემა დააორგანიზეს და მას რიგითი მოქალქეები შეურთდნენ. მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ახლა დუმილის დრო არ არის. ისინი პასუხისმგებლობას სტატუსის არ მიღებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპული მომავალია. დღევანდელი აქციის მონაწილეები ხვალ თბილისში გამართულ აქციას უერთდრბიან.