18 – 19 ივნისს ქ. ბათუმში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ( 2008 – 09 ; 2010 – 11 წწ დაბადებულთა შორის) გენო ჩხაიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს და შინ მათგან ჩვეული წარმატებით , 25 მედლით, მათ შორის 7 ოქროთ, 6 ვერცხლით და 12 ბრინჯაოთ დაბრუნდნენ.
25 მედალი ერთი ტურნირიდან საუკეთესო შედეგია, რასაც ოზურგრთელი მოჭიდავეებისგან შეჩვეული ვართ. თუმცა ეს დიდ შრომასა და ვარჯიშთანაა დაკავშირებული. ჩვენ სპორტსმენებს პროფესიონალი და შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელები ამზადებენ, მოჭიდავეები კი მათში ჩადებულ შრომას უკან მედლების და გამარჯვებების სახით აბრუნებენ.
ამჯერადაც ასპარეზობიდან ჩვენი ფალავნები 25 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაბრუნდნენ.
ოქრო
გიორგი ჩხიკვაძე ( 26 კგ)
გეგა გირკელიძე ( 29 კგ)
ნიკოლოზ კუტუბიძე ( 38 კგ)
დავით ჩხეიძე ( 51 კგ)
კობა ჯამბერიძე ( 60 კგ)
საბა ვანაძე ( 62 კგ)
აკაკი მუჯირი ( 73 კგ)
ვერცხლი
ერეკლე მაჭარაშვილი ( 38 კგ)
დავით გობრონიძე ( 41 კგ)
ვასილ ლომჯარია ( 44 კგ)
რომან მალაზონია ( 60 კგ)
თემურ ჩხარტიშვილი ( 62 კგ)
თამაზ ჩხარტიშვილი ( 65 კგ)
ბრინჯაო
დავით დოლიძე ( 20 კგ)
გიორგი ივანაძე ( 20 კგ)
ნიკოლოზ კილაძე ( 29 კგ)
დავით მატკავა ( 32 კგ)
გიორგი მათითაშვილი ( 32 კგ)
საბა თოდრაძე ( 35 კგ)
საბა ჭაკნელიძე ( 35 კგ)
მათე ცეცხლაძე ( 38 კგ)
სერგო ხითარიანი ( 41 კგ)
გიორგი პაკრატოვი ( 44 კგ)
ცოტნე კოჩალიძე ( 55 კგ)
ნიკოლოზ ჯოგლიძე ( 85 კგ)
გუნდი ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა : ძმებმა ზურაბიანებმა, კობა ბალავინოვმა, კახაბერ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ , გურამ მაჭარაშვილმა, ლაშა ქადეიშვილმა და ფრიდონ აბაშიძემ მოამზადეს.