ევროპული ფასეულობების დასაცავად მოქალაქეები ოზურგეთში დღეს შეიკრიბნენ. ჭადრები ბაღში გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მათ გააპროტესტეს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა, რომლის გამოც საქართველო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
“კიდევ ერთხელ ევროკავშირის ბანაკში არის საქართველოს გადარჩენა. ხალხი გაბრაზებულია, არ მოგვცეს სტატუსიო ევროკავშირის. სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს რომ მთავრობა გვყავს ოროსანა… მოვაქანჯალოთ უნდა მთავრობა და ის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, რაც ევროკავშირმა მოგვცა, – ამბობს ირმა გორდელაძე.