მესამე პრეზიდენტი უკვე ერთ თვეზე მეტია კლინიკა ვივა მედში მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან გიული ალასანია იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული კონსილიუმის დასკვნას ელოდება, რომელიც ცენტრმა “ემპათიამ” მომდევნო კვირაში უნდა გაასაჯაროოს.
“უკეთდება გადასხმები, რაღაცები და თავისთავად იწვევს გარკვეულ გაუმჯობესებას. თუ შეწყდება ეს გადასხმები, ჩამოეშლება ყველაფერიო. დიაგნოზს ძალიან ველოდები, უკვე დიდი ხანია ველოდები და იმედია, ამ კვირაში მაინც იქნება დიაგნოზი.
ძალიან განიცდის ყველაფერი გააკეთა, ტყავში ძვრებოდა იმისთვის, რომ ჩვენ ევროპასთან დაახლოებული ვყოფილიყავით და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ნორმალურ გზაზე დამდგარიყო და უცებ ასეთი შედეგი გვაქვს”, – ამბობს გიული ალასანია.