“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლები ტვ. პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.
”გვსურს გამოვეხმაუროთ ტვ. პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს და დავგმოთ “ქართული ოცნების” პირობებში უკვე ყოველდღიურობად ქცეული ნადირობა მედიაზე. ოზურგეთის “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ტვ. პირველის გადამღებ ჯგუფს და მოითხოვს ამ ფაქტის უსწრაფესად გამოძიებას. დღეს, როცა ასე ახლოს და იმავდროულად ასე შორსაა ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი, სასიცოცხლოდ აუცილებელია თავისუფალი მედია იყოს დაცული და ხელშეუხებელი” – ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ბათუმში, ხალხმარავალ ადგილას მოხდა. 5 პირი ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და ოპერატორი სცემა.