ევროპული ფასეულობების დასაცავად მოქალაქეები ოზურგეთში დღეს შეიკრიბნენ.
ჭადრების ბაღში გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
მათ გააპროტესტეს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა, რომლის გამოც საქართველო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
აქციას ესწრებოდა ადგილობრივი ბლოგერი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ის დღეს აქციაზე მისვლით საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს:
“მე დღეს აქ ვდგავარ საქართველოს ევროპული და შესაბამისად, უკეთესი მომავლის დასაცავად. ვაპროტესტებ “ქართული ოცნების” მიერ აღებულ რუსულ კურსს. სინამდვილეში, რასაც დღეს “ქართული ოცნება” აკეთებს რუსეთისკენ სვლით, ეს არის წარსულის შეურაცყოფა, აწმყოს მოკვლა და მომავლის განადგურება” – განაცხადა ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა.