დღეს, ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისთვის აქცია- “ევროპისკენ, თავისუფლებისთვის” გამართა.
აქციაზე შეკრებილებმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო გზა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
აქციის ორგანიზატორის, ირმა გორდელაძის თქმით, ხალხმა ოროსანა მთავრობა უნდა “მოაქანჯალოს” და რეკომენდაციების შერულება მოსთხოვოს:
“წარმოუდგენელი ამბავი ხდება, ოზურგეთში ამდენი ხალხი არცერთ აქციაზე არ გამოსულა. დღეს აქციაზე ვართ ცოცხალი გურულები და ცოცხალ-მკვდრებს მოვიკითხავ სახლში.მთავარი ისაა, რომ აქ 100-120 ადამიანი დგას და კიდევ ბევრი თანაგვიგრძნობს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდნენ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ევროკავშირის ბანაკში არის საქართველოს გადარჩენა. ხალხი გაბრაზებულია, ევროკავშირის სტატუსი არ მოგვცესო. სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ მთავრობა გვყავს ოროსანა. გურული კრიმანჭულით დაწყებული ეს აქცია გაგრძელდება ხვალ რეგიონებში და დაგვირგვინდება თბილისში. ჩვენ მოვაქანჯალოთ უნდა მთავრობა, რათა შეასრულონ რეკომენდაციები. თუ არ მოქანჯალდება და ჩამოვაგდოთ, არც მაგი გაგვიჭირდება” – აცხადებს ირმა გორდელაძე.