ევროპული ფასეულობების დასაცავად მოქალაქეები ოზურგეთში დღეს შეიკრიბნენ. ჭადრების ბაღში გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
აქციას ესწრებოდა აგრეთვე “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანი მამუკა გოგუაძე, რომლის განცხადებითაც, “ქართულმა ოცნებამ” იმედები გაუცრუა. ამიტომ ის აქციის საშუალებით ითხოვს ბოლომდე ბრძოლას ევროპასთან დასაახლოებლად:
”თავის დროზე ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ევროპასთან დაახლოება. სამწუხაროდ, არ მოხდა ასე და ევროპამ ჯერჯერობით უარი გვითხრა. გამოვედი, რათა მხარი დავუჭირო ევროპასთან ინტეგრაციას. ვითხოვთ, ბრძოლას ბოლომდე ევროპასთან დასაახლოებლად” – აცხადებს მამუკა გოგუაძე.