“საქართველოში ოლიგარქები ის ადამიანები არიან, ვინც მოსახლეობას 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ” – ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “დეოლიგარქიზაციაზე” საუბრისას.
„ეს პუნქტი არის შეტანილი სამივე ქვეყნის დათქმებში. ანუ, დათქმები აქვს დაწესებული იგივე მოცულობით უკრაინას და მოლდოვას და იქაც არის ეს პუნქტი მკაფიოდ ნახსენები. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ოლიგარქები არიან საქართველოში – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას და დღესაც ცდილობენ ამ ნაძარცვი ფულით შეინარჩუნონ გავლენები ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“, – თქვა კობახიძემ TV იმედის ეთერში.
შეგახსენებთ, სწორედ ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლებაა ევროკომისიის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომელიც ევროპულმა ორგანომ გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაირკვა, რომ კომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გაუწია.