უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში 20 ივნისის აქციაზე წერს.
ის მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას ევროპული მომავლისთვის შეცვალონ დღვანდელი რეალობა.
“ის, რომ საქართველომ არ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ – კატასტროფაა საქართველოსთვის და ქართველებისთვის.
ქართულ საზოგადოებას სჭირდება შიდა ენერგიის განახლება, პოლიტიკური სურათი და რა თქმა უნდა, სიძულვილის, აგრესიის და პრორუსული ძალების შეწყვეტა! თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება მომავალზე და არ დაკარგოთ ძვირფასი დრო წარსულზე კამათისთვის!
არ მესმის, ახალგაზრდები ამას როგორ იტანენ!
ახალგაზრდების უმეტესობას არ აინტერესებდა პოლიტიკური პარტიების სახელები, ჩვენ ვღელავდით უკრაინის მომავალზე ევროპულ ოჯახში!
საქართველოვ, თუ გინდა გქონდეს ევროპული მომავალი, მოქმედებაა საჭირო და არა განცხადებები!
გჯეროდეთ საკუთარი თავის და შეწყვიტეთ ნიჰილიზმი და ცინიზმი, რომელიც თქვენს საზოგადოებაში არსებობს!
შეაჩერე სიძულვილი თქვენს საზოგადოებაში. ჩემთვის, ისევე როგორც უკრაინელებისთვის, ძალიან მტკივნეული და მიუღებელია ასეთი საქართველოს ყურება. სერიოზული უფსკრულია, რომელიც უნდა დაიხუროს და შეივსოს! Მომავლისთვის! ევროპული მომავლისთვის!
ხვალ მილიონობით უკრაინელი დაგიჭერთ მხარს! რუსთაველის გამზირზე! თბილისის დროით 20:00 საათზე!’ – წერს იასკო.