ე.წ. 7 ნოემბრის საქმე – დღეს, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა საქალაქო სასამართლოში, პირველ საათზე უნდა დაიწყოს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი კვლავ პროცესის გადადების საჭიროებაზე საუბრობს, რადგან ბრალდებული მასზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებს.

ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით, ექსპრეზიდენტს უფლებამოსილების გადამეტებაში, ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონო გადაფორმებასა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევაში ადანაშაულებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share