თუ ვინმეს ჰგონია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებების შემდეგ ვინმე “ჭამს” თქვენს ახალ თაღლითობას, ძალიან ღრმად ცდებით და ამაში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციით მალე დარწმუნდებით. მაგრამ ამ საავადმყოფოში შემოჭრაში ეს არ იყო მთავარი. ექიმებმა აუხსნეს “პროკურორებს”, რომ მე გავდივარ მკურნალობის კურსს, რომელიც არ იძლევა საშუალებას ჩემი მხრიდან ადეკვატური ჩვენების მიცემის, რაზეც პროკურორებმა მოითხოვეს მკურნალობის 1-2 დღით შეწყვეტა, რათა მათ შეძლონ პროცესის ჩატარება. ასეთი რამე გერმანელ ფაშისტებს არ მოსვლიათ თავში. იმ დონის სამარცხვინოები ხართ, თქვენს შვილიშვილებს შერცხვებათ, რომ თქვენი შთამომავლები არიან.”
წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.