სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისის აქციის მონაწილეებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20 ივნისს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს მიმართავს. საგანგებო მიმართვაში, რომელიც აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა პრეზიდენტმა საუბარია სიმშვიდის შენარჩუნებაზე.

“მე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტრაციის დროს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა და საქართველო გვინდა. ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენო.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს აქ ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცავებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთ ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რომელიც იქნება მისაღები”, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share