ქართველი ერი პროევროპელია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა – კუბილიუსის მიმართვა აქციაზე

საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის რჩევებს. ასე იქცევიან დემოკრატიული მთავრობები ევროკავშირში – ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე, აქცია “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა და კიდევ ერთხელ გამოუცხადა ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ, მხარდაჭერა:

“ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი. ევროკავშირის მომავალი კი საქართველოს, როგორც როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის, როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს შიგნით. ქართველი ერი პროევროპელია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ ნამდვილი დემოკრატია, სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, სხვადასხვა აზრს, სიტყვის თავისუფლებას და სადაც არ იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ დემოკრატიას, რადგან ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს.

საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის რჩევებს. ასე იქცევიან დემოკრატიული მთავრობები ევროკავშირში. ვუსურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, არამედ ხალხის ლიდერი იქნება” თქვა კუბილიუსმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share