რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მრავალათასიანი აქციის “შინ ევროპისკენ” პარალელურად, “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. ინფორმაცია თავად პარტიამ გაავრცელა.
უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
21 ივნისს გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები, ასევე განიხილება მიმდინარე კანონპროექტები. 22 ივნისს, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 23 ივნისს, გაგრძელდება კანონპროექტების განხილვა, – წერს “ოცნება”.