ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე თბილისში გამართულ მრავალათასიან აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ჭიანჭველების ბუდეს ვგავართ. ეს პასუხია რუსეთისთვისაც, ევროკავშირისთვისაც და რუსი “დევნილებისთვისაც”. უპირველესად კი, ცხადია ,მთავრობის მიმართ, რომელსაც ის გზა აერია, რომლისგან გადახვევას არავინ მოითმენს. ძალიან მშვიდობიანი აქცია იყო, ასე კულტურული ერთმანეთის გატარება, გამოტარება, ჰაერის დატოვება ჯერ არც მინახავს, მაგრამ ამ რაოდენობის ხალხის, გაბრაზება, რომელიც სტატისტიკის წესის თანახმად მინიმუმ ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე მოსვლის მსურველი იქნებოდა და ათჯერ ნაკლები, ვიდრე მოსვლას არ აპირებდა, ან არ შეეძლო, მაგრამ იგივე აზრისაა, ცუნამზე საშიშია”, – წერს ფანჯიკიძე.