1839 წლის ივნის-აგვისტოში თითქმის 80-დღიანი ალყისა და 5 შტურმის შემდეგ რუსეთის ჯარმა გენერალი გრაბეს მეთაურობით შამილის სიმაგრე ახულგო აიღო. თუმცა შამილი გაიქცა და ამის შემდეგ თითქმის 20 წელი ებრძოდა რუსებს.
.
ახულგოს ცნობილი მეხუთე შტურმი დაიწყო 1839 წლის 21 აგვისტოს, შტურმის პირველი დღე რუსებისათვის წარუმატებელი იყო, მეორე დილით 22 აგვისტოს კვლავ დაიწყეს შეტევა და სიმაგრე დაიკავეს.
.
მეხუთე შტურმის ორდღიან ბრძოლაში რუსებს 150 კაცი დაეღუპათ 494 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყო ორი ქართველი ოფიცერი – გურიის უკანსკნელი მთავრის მამია V გურიელის შვილი კორნეტი დავით გურიელი და პოდპორუჩიკი შალიკაშვილი (შალიკოვი). დაღუპული დავით გურიელის იარაღის და ნივთების აღწერის აქტი ინახება სტავროპოლის სახელმწიფო არქივში.
.
ფრანც რუბოს ნახატი – “ახულგოს შტურმი”. თბილისის დიდების ტაძისათვის რუბოს შეუკვეთეს 14 ნახატი, რომელთა შორის გახლდათ ახულგოს შტურმიც.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა