„ყველაფერში დამნაშავე ივანიშვილია და უნდა დაისაჯოს“ – პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგორზატა გოშიევსკამ ქართულენოვანი პოსტი და აქციის “შინ ევროპისკენ” ფოტო გამოაქვეყნა.

მან დაწერა, რომ რუსთაველზე გამართული აქცია ვროპული იდენტობის საუკეთესო დასტურია და ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა.

გოშიევსკა წერს, რომ იმ რთულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა, რომელის წინაშეც ახლა საქართველოა, ერთადერთ ადამიანს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

“ქართველებო! დღეს თქვენი რუსთაველზე ყოფნა, თქვენი ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტურია. ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა.

დიახ, ჩვენ არ მოგვწონს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის მიმართ.

დიახ, არ განხორციელებულა ყველა მოსალოდნელი რეფორმა.

დახ, ქვეყანა ოლიგარქიულია.

დიახ, ჩვენ არ მოგვწონს მტკიცე პოზიციის ნაკლებობა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე.

მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ეხება ქართულ საზოგადოებას, რადგან საზოგადოება ამ ქმედებების მსხვერპლია.

ეს საქართველოს ხელისუფლებასაც კი არ ეხება, რადგან ის არ მართავს.

ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს!

როგორ? დავიწყოთ, მის მიმართ მკაცრი სანქციები”- ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share