67 მეტრიანი ფრთის დაუჯერებელი ტრანსპორტირება, რომელმაც ხალხი საგონებელში ჩააგდო

დღეს ზეგრძელი და მეგა-გაბარიტული  ტვირთების საერთო გამოყენების გზებზე გადატანით ვერავის გააოცებ, მაგრამ იმან, რაც ლუქსემბურგში დაფიქსირდა კომპანია P. Adams Schwertransporte-ს მიერ, საზოგადოება ფაქტიურად ააფეთქა – საქმე იქამდეც მივიდა, რომ მომხდარი ფოტოშოპად შერაცხეს!

ერთი შეხედვით, გავრცელებული ფოტოებიდან მართლაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რადგანაც მსგავსი დაუჯერებლად გამოიყურება – ქარის წისქვილის 67 მეტრიანი ფრთა ერთი მხრით დამაგრებულია თვითმავალ მოდულურ პლატფორმაზე (SPMT), ხოლო მისი მეორე მხარე ცაშია აღმართული, თანაც – 45 გრადუსიანი დახრით! უფრო მეტ კონფუზს იწვევენ ფოტოები, რომლებშიც პლატფორმა დასახლებულ პუნქტში გადაადგილდება, სადაც უამრავი ბოძი და ელგაყვანილობაა.

კომპანიის განცხადებით ფოტოები რეალურია, უბრალოდ გადაღებულია ფართეკუთხიანი დრონის კამერით, ამიტომ ეფექტი გაცილებით მძაფრია.

სკეპტიკოსებს კი, კომპანიამ შეახსენა 2018 წელი, როცა გადატანილ იქნა ქარის წისქვილის 88 მეტრიანი ფრთა, თუმცა მაშინ, ის პლატფორმაზე განლაგებული იყო მკაცრად ჰორიზონტალურად (ფოტო ქვემოთ).

კომპანია P.Adams Schwertransporte სპეციალიზირდება მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთების გადაზიდვაზე და ამ სფეროში სპეციალისტები არიან.

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 75
    მეუფე ნიკოლოზის ხუმრობა მედიასთანნოემ რომ კიდობანი ააშენა, ხმა გაავრცელეს, კიდობანში პანდემიაა, არ შეხვიდეთო  - მეუფე ნიკოლოზმა იხუმრა მედიასთან კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვირუსის გავრცელება ეკლესიიდან არასდროს მოხდება. მიტროპოლიტმა ირონიული დამოკიდებულება გამოავლინა მიდგომისადმი, რომ საეკლესიო შეხვედრები, წირვაზე სიარული, შესაძლოა, ვირუსის გადადების მიზეზი გახდეს. "რადგან ასეთი დიდი დღესასწაულია ცოტა უფლებას მივცემ თავს, რომ…
    Tags: რომ, და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 75
    ბედნიერი ადამიანის 7 საიდუმლო1. არ იფიქროთ იმაზე, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები – თავისფლების საიდუმლო 2. აზრები აუცილებლად მატერიალიზდება – სასურველის შექმნის საიდუმლო 3. შეიყვარეთ და მიიღეთ თქვენი სხეული – სილამაზის საიდუმლო 4. არ გაკიცხოთ და გააკრიტიკოთ როგორც, საკუთარი თავი, ასევე სხვები – მეგობრობის საიდუმლო 5. გაეცით სიყვარული და ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანების შეცვლას – სიყვარულის საიდუმლო 6. თავიდან ისწავლეთ გაცემა და მერე მიღება – სიმდიდირის საიდუმლო 7. ნაკლები იფიქრეთ,…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 74
    მოიხსნება თუ არა 16 იანვრიდან შეზღუდვებიმოიხსნება თუ არა 16 იანვარს შეზღუდვები გეგმის მიხედვით, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომდევნო კვირაში რამდენი სხდომა ჩატარდება, სადაც ამ საკითხს განიხილავენ, იმსჯელებენ და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუმჯობესდა, თუმცა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს…
    Tags: და, რომ, ის, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 74
    “ყველა მარტოქალსა და მარტოკაცს პირად ბიბლიოთეკას მოვუწყობთ“- გიორგი კეკელიძე“დიდი ღამეული თავგადასავლების შემდეგ, ხელედურას ადიდებულ შენაკადებთან და მთისთვის იანვარში უჩვეულო წვიმასთან ბრძოლა ასე დაგვირგვინდა, რომ სვანეთის ულამაზეს სოფელ ბავარში კალანდას მაინც ჩავუსწარით. აქ ,,მთის ამბების" მარტოკაცი, ჩემი ახალი მეგობარი კორნელი გაზდელიანი ცხოვრობს. არც მობილური იჭერს შესაბამისად და ინტერნეტი და ბავარი, როგორც ბატონი კორნელი ამბობს, მეგობრები ვერ არიან. მარტოკაცობა კიდევ…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი