აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ კრამერის ფიქრობს, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორისა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გავლენას იქონიებს.
საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემაზე კრამერმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლდება და ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
ჟურნალისტის კითხვას – როგორ ფიქრობთ, გვარამიას საქმემ, ამასთან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნამ შეიძლება თუ არა რაიმე ფორმით ზეგავლენა იქონიოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე – კრამერმა უპასუხა:
“დიახ, ვფიქრობ, გავლენას ნამდვილად იქონიებს. ეს შემთხვევები კანდიდატის სტატუსის მიღებას გაართულებს. საუბარია არა მხოლოდ გასული კვირების შედეგებზე. ეს გრძელდება გასული რამდენიმე წელია. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის ხელისუფლება, რომელიც კონტროლდება ბატონი ივანიშვილის მიერ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
არის კვლევები, რომ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ასევე ნატო-ში შესვლას, პრესის თავისუფლებას, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობა ხალხის აზრს არ იზიარებს. ხშირად მსგავსი პრობლემები არჩევნების გზით წყდება, თუმცა საპარლამენტო არჩევნებსაც ხარვეზები ჰქონდა. მოცემული მთავრობის პირობებში საქართველოს კანდიდატის სტატუსი უფრო სუსტ პოზიციაშია”, – თქვა დევიდ კრამერმა.