აქციაზე ჩემი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით:
“იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობას.
ორგანიზატორები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები, თუმცა აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური” – ამბობს დავითულიანი.