ბატონი ბიძინა არასდროს ყოფილა ოლიგარქი, საქართველოში ფული არ უშოვია – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.:
“რაც შეეხება ბატონ ბიძინას, არასდროს ყოფილა ოლიგარქი და სულ ტყუილად ცდილობთ… ოლიგარქის განმარტება უნდა ისწავლოთ. როცა გარკვეული საქმეებით ფულს იშოვი ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილს ფული არ უშოვია საქართველოში, პირიქით, უცხო ქვეყანაში ჰქონდა ბიზნესინტერესები, გაყიდა, ჩამოვიდა და აქ ახარჯავს. არ აგერიოთ, არ აგეშალოთ” – ამბობს იგი.