იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საახალწლო პერიოდში მოქალაქეების მობილობა საკმაოდ მაღალი იყო.
როგორც კულუმბეგოვმა ფორმულას ეთერში განაცხადა, იყო შემთხვევები, როდესაც სოციალურ აქტივობაში ის ადამიანებიც კი იყვნენ ჩართული, ვინც მოქალაქეებს სახლში ყოფნისკენ მოუწოდებდნენ.
ის გარკვეულ შეზღუდვებს საზოგადოებისთვის ზარალის მომტანს უწოდებს და განმარტავს, რომ ერთერთი ასეთი შეზღუდვა გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტია.
“პირველიდან თუ 31-დან დაწყებული, ის ადამიანებიც კი, ვინც მოუწოდებდნენ კიდეც, რომ არ იყოს სოციალური აქტივობა და სახლიდან მოვულოცოთ ერთმანეთს, ძალიან დიდი რაოდენობით შეკრებები იყო. თან უმრავლესობა მათგანი ოჯახებში პირბადის გარეშე სხედან. ამიტომ უფრო მეტი გავლენა ექნება ამ წინასაახალწლო დღეებს.
იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება იგივე საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვა, ძალიან აზარალებს საშუალო და დაბალი შემოსავლის ადამიანებს. ვინც მდიდარია და შემოსავალი აქვს, ის მანქანით გადაადგილდება. ამიტომ ყველაზე მეტად დამაზიანებელი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფი მოხსნა, ეს საზოგადოების ინტერესებში შედის”, – განაცხადა იმუნოლოგმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ჩატარდა 3 845 ტესტი.
ამასთან, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა. რაც შეეხება ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევების კლებას, თამარ გაბუნიას თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ სადღესასწაულო პერიოდში ნაკლები მოქალაქე მიდიოდა ტესტირების ჩასატარებლად.
მსგავსი სტატიები
- 63
თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი) მესამე თავი ოზურგეთი. - მდებარეობა ოზურგეთისა. – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? - ჰავა ოზურგეთისა. - სახლები. - ვაჭრობა და ვაჭრები. - ჩაცმულობა იქაურის ვაჭრისა. – „პარასკეობა“. - მეგრელი მწყემსები გურიაში. - ქალაქის ბაღი, მისი წარსული და აწმყო. - ოზურგეთი, როგორც…
- 59
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწევა,- ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა,…
- 59
ისტორიკოსი გიორგი კალანდია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება და პროფესიოლი სოლიდარობის არ არსებობაზე საუბრობს. გიორგი კალანდია მხცოვანი და ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასების აუცილებლობის კანონმდებლობაში დაფიქსირებას ითხოვს. “გიორგი გაბუნია ნიჭიერი კაცია, ძალიან მტკივნეული და ამაღლევებელი ამბის თანაზიარი გაგვხადა, თუმცა საღათას ძილით მძინარე ქართულ საზოგადოებას მინდა ვკითხო – სად იყო მაშინ როცა ქალბატონ…
- 57
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ საშობაო მილოცვა გაავრცელეს. "მე და ჯილი თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრისთვის ძალიან რთული წელი იყო...ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს უჭირს სამსახურის პოვნა, საკვების შოვნა, ქირის თუ სესხის გადახდა. ეს გვახსენებთ, რომ დედამიწაზე იმისთვის ვართ, ვიზრუნოთ…