„დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ლელო“ – ორი მთავარი, რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონია მიღებული და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე – ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ – სააკაშვილი – კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის, ჩემო მეგობრებო” – აცხადებს “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე.